შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან – პოლიციამ აქციის მონაწილეებს საპროტესტო ბანერის გაკვრის შესაძლებლობა არ მისცა

Written by

in

ხმაური შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სადაც უკვე მესამე დღეა მინისტრ გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს. სიტყვიერი დაპირისპირება ბანერის გაკვრას მოჰყვა.

აქციის მონაწილეს ივანიშვილის სახლის შესასვლელთან ბანერის განთავსების უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში აქციების პარალელურად შიმშილობის აქციაც მიმდინარეობს. მოშიმშილეებსა და აქციის მონაწილეებს იდენტური მოთხოვნები აქვთ. გადადგეს გახარია და დაისაჯოს ყველა ვინც 20 ივნისის ღამეს უფლებამოსილებას გადაამეტა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *