“დღეს 9 აპრილი გაგვახსენე, ნეტავ, ვისი გული გაახარე?!” – მეუფე ზენონი ხელისუფლებას

Written by

in

რუსთაველზე განვითარებული მოვლენები მეუფე ზენონმა სოციალურ ქსელში შეაფასა და ხელისუფლებას მიმართა.

“ყოჩაღ, ხელისუფლება! როგორი მოშურნეობით აღასრულე პატივმოყვარეობისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილმა შენი ხალხის სისხლისღვრა! ასე გადაწყვიტე შენს ხალხში არსებული ეროვნული ღირსებისადმი პასუხ-მიგება? დღეს, 9 აპრილი გაგვახსენე. ნეტავ, ვისი გული გაახარე?!

ნუთუ, ვერ ხვდები, რომ უსამართლობას და ბოროტებას დასასრულიც შესაბამისი აქვს,” – წერს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *