მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

Written by

in

მალხაზ მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თავის არეში რეზინის ტყვიებით მიყენებული ჭრილობები აქვს.

პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, უკვე რამდენიმე თვეა აქციას პარლამენტის წინ მართავს, ის დღეს ანტირუსულ აქციასაც შეუერთდა.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დაშლისას ათეულობით მოქალაქე დაშავდა. მათ მრავლობითი დაზიანებები, რეზინის ტყვიებით აქვთ მიყენებული. ძირითადად ჭრილობები ყელისა და თავის არეში აღენიშნებათ. ამ წუთებში სპეცრაზმი წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზის მეშვეობით ტერიტორიას წმენდენ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *