ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

Written by

in

ქუთაისში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც  დაშავებულია 7 ადამიანი. შემთხვევა გამთენიისას ავტომშენებლის ქუჩაზე მოხდა.

აფეთქებას წინ უძღოდა საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ბინაში ხანძრის გაჩენა.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლის გაჩენამდე სახლიდან ხმაური გამოდიოდა, მოგვიანებით კი აფეთქების ხმა გაისმა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი სახლში არსებული საწვავი იყო. 

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 10 ჯგუფი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *