ხმაური კანცელარიასთან-თბილისი პრაიდის ორგანიზატორების აქციაზე ჰომოფობიური ჯგუფები მივიდნენ

Written by

in

ამ წუთებში ხმაურია კანცელარიასთან. 7 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან თბილისი პრაიდის ორგანიზატორების აქცია იყო დაგეგმილი. ადგილზე ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების კონტრაქციაც იმართება. ადგილზე მივიდა ლევან ვასაძეც და განაცხადა რომ ის პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებს და უახლოეს დღეებში სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. ადგილზე იმყოფებიან გურამ ფალავანდიშვილი, რამდენიმე სასულიერო პირი და მათი მხარდამჭერები.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, მათ გიორგი თაბაგარი დააკავეს, მათი განცხადებით ის ტერიტორიიდან განარიდეს და ამ წუთებში დაკავებული არ არის. 

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *