საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება – ირაკლი კობახიძე

Written by

in


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმურ ჩარჩოებში უნდა მოექცეს.

„ეს არის საზოგადოების პრობლემა, ეს არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს შესწავლას და კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, რა თქმა უნდა განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა დამეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება, თუმცა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოქცეული უნდა იყოს ლეგიტიმურ ჩარჩოებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს, დააჩქაროს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *