კაცი, რომელსაც დღეს მატარებელი დაეჯახა, საავადმყოფოდან გაწერეს

Written by

in

კაცი, რომელსაც დღეს,  ჩაქვი-ციხისძირის მონაკვეთზე  მატარებელი დაეჯახა, კლინიკიდან უკვე გაწერეს.  მამაკაცი ლიანდაგებზე გადასწრებას ცდილობდა, რა დროსაც   ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელი დაეჯახა. 

შეჯახების შედეგად დაშავებული მამაკაცი  ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას პირველადი დახმარება გაუწიეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *