ვარკეთილის ხაზებზე ყვითელი მიკროავტობუსების მოძრაობა შეფერხებულია

Written by

in

ვარკეთილის ხაზებზე ყვითელი მიკროავტობუსების მოძრაობა შეფერხებულია.შეფერხება ისანი-სამგორის რაიონში   კაიროს ქუჩის მცხოვრებლების აქციამ გამოიწვია, რომლებმაც მიკროავტობუსების ფარეხთან მისასვლელი გზა გადაკეტეს.

ისინი ქუჩაზე ასფალტის დაგებას ითხოვენ.

გზის გადაკეტვის გამო ვარკეთილის ხაზებზე მიკროავტობუსები დილიდან ვერ მოძრაობენ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *