სააკაშვილი უკრაინაში, სავარაუდოდ, 29 მაისს ჩაფრინდება

Written by

in


მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, 29 მაისს უკრაინაში ჩაფრინდება, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა იუწყება. 

გამოცემის ცნობით, სააკაშვილმა იქამდე განაცხადა, რომ უკრაინაში დაბრუნებას გეგმავდა, რადგან  კიევსა და ოდესას მეორე სახლად მიიჩნევს.  სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის სურვილიც გამოთქვა. 

შეგახსენებთ,საქართველოს მესამე  პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა  გუბერნატორმა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინული პასპორტის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა.  მისმა ადვოკატმა შესაბამისი მიმართვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩააბარა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *