კადრები დავით გარეჯიდან – ჩიჩხიტურის კოშკის სიახლოვეს ბულდოზერებით მუშაობენ

Written by

in

ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც დილიდან შეუჩერებლად მუშაობს.  დავით გარეჯიდან “რუსთავი 2-მა” გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს რომ  მონასტრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ბულდოზერებით გაჰყავთ გზა. 

მომლოცველებს და ადგილობრივებს ამ მონაკვეთზე გადაადგილების შესაძლებლობა არ ეძლევათ. ტერიტორია დაატოვებინეს ჟურნალისტებსაც.

ბაქოში დღეს სადელიმიტაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მხარეებმა საზღვრის ამ დრომდე შეუთანხმებელ მონაკვეთზე უნდა იმსჯელონ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *