51-ე საჯარო სკოლაში მოზარდები ბოლო ზარზე ერთმანეთს დანებით დაუპირისპირდნენ

Written by

in

51-ე საჯარო სკოლაში ბოლო ზარი ხმაურით მიმდინარეობს. დაახლოებით ერთი საათის წინ მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დანებით დაუპირისპირდნენ. 

თვითმხილველების ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს შორის ქუჩური გარჩევები ხშირად ხდება. 

დაპირისპირების მიზეზებზე სკოლის ადმინისტრაციაში, ისევე როგორც განათლების სამინისტროში,  არ საუბრობენ. 

51-ე სკოლაში მოზარდებს შორის სისხლიან  დაპირისპირებას გასულ წელს დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *