“ზუგდიდი არის გადამწყვეტი,კადრულობენ იმას რაც არ შეიძლება” – კორძაია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე

Written by

in

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური  მდივანი  თამარ კორძაია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.  

“ქართული ოცნების” უკუსვლა დაიწყო პრეზიდენტის არჩევნებიდან და ეს შუალედური არჩევნები არის ამის გაგრძელება და დასასრული იქნება აუცილებლად საპარლამენტო არჩევნები.ზუგდიდი არის გადამწყვეტი. ზუგდიდი იყო ყოველთვის გარდამტეხი ჩვენს ქვეყანაში მოველენების და მათ შორის ზუგდიდის კანდიდატი აწუხებთ. კადრულობენ იმას, რაც არ შეიძლება. ურტყამენ იქ სადაც ეს კანდიდატი იყო ძლიერი. მე მივმართავ ქალებს, რომ შეგიძლიათ მიხვიდეთ და საკუთარი ჯანმრთელობა შეიმოწმოთ და ეს მოხდეს უფასოდ, ეს არის სანდრა რულოვსის დატოვებული პროგრამები, დღესაც მუშაობს ეს. ოპოზიციას ებრძვიან ყველა მეთოდით. ხელისუფლება არის აგონიაში,“-განაცხადა თამარ კორძაიამ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *