“მოისყიდეთ, დააშინეთ, რომ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვოს”-ფარული ჩანაწერები ზუგდიდიდან

Written by

in

მოისყიდეთ, დააშინეთ და გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვოს. ზევიდან ყველაფერზე თანხმობაა“ – “რუსთავი 2”-მა  ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.

ტელეკომპანიის ცნობით,  ჩანაწერში ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია ფიგურირებს, მეორე პირს უხსნის თუ რა დავალებები აქვს მას.

ჩანაწერში დანელია მეორე პირს უყვება, როგორ უნდა  მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად. ვისაც ვერ მოისყიდიან დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ.

“რუსთავი 2”-თან საუბრისას გია დანელია აცხადებს, რომ ჩანაწერში თავად არ არის.

“ჩემი ხმა არ არის, ფალსიფიცირებულია, გამორიცხულია, მე არ ვარ”, – აცხადებს დანელია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *