თბილისში მოზარდებმა ელექტროტექნიკის მაღაზია გაქურდეს

Written by

in

თბილისში ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ორი მოზარდი გამთენიისას შეიჭრა და ძვირადღირებული ტექნიკის წაღება სცადა. ისინი შუშის ჩამტვრევას ქვით ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, სიგნალიზაცია ამოქმედდა. ისინი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დაკავა.

სამართალდამცველებმა მაღაზიიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს, სადაც არასრულწლოვნების მაღაზიაში შეჭრის პროცესი ასახულია.

„დილას, გამთენიას ორმა პატარა არასრულწლოვანმა მოზარდმა შემოამტვრია შუშა, შემოლეწა. მათ მცდელობა ჰქონდათ, რომ გაეტაცებინათ ექვსი ტელეფონი და სამი ლეპტოპი, რომელიც ძვირადღირებულია. საბედნიეროდ, კრიმინალურმა პოლიციამ ადგილზე აიყვანა. ჩამორთმეულია მოპარული ტექნიკა, რომელიც უნდა მოეპარათ,“ – განაცხადა მაღაზიის თანამშრომელმა, ვასო პატაშურმა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე წარსულშიც იგივე დანაშულისთვის იყო დაკავებული და მას პირობით მსჯავრი აქვს. ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტებას არ აკეთებენ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *