როგორ გამოიყურება მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ახალდაბადებული ვაჟი-პირველი ფოტოები

Written by

in

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ახალდაბადებული ვაჟი საზოგადოების წინაშე  პირველად გამოჩნდა. ჰარიმ და მეგანმა მათი ვაჟი უინძორში, იმ ტაძარში წარადგინეს, სადაც მათი  ჯვრისწერის ცერემონიალი შედგა. მათ ჟურნალისტებს ფოტოების გადაღების უფლება მისცეს. 

ახალშობილს  თეთრი ფერის ტანსაცმელი აცვია და  ხელში მამას უკავია.
სამეფო ოჯახს ვაჟის სახელი ჯერ კიდევ არ დაუსახელებია.

„ეს მართლაც საოცრებაა, ახლა მე ორი საუკეთესო მამაკაცი მყავს მსოფლიოში, უბედნიერესი ვარ“,-განაცხადა მეგან მარკლმა.

ჟურნალისტმა შეკითხვა ახალშობილის ხასიათთან დაკავშირებითაც დასვა, რაზეც მეგანმა უპასუხა, რომ ის ძალიან მშვიდია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *