ვარშავაში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

Written by

in

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის  ოფიციალური ვიზიტი  ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

ცერემონის ფარგლებში შესრულდა საქართველოს და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები. სალომე ზურაბიშვილმა და ანდჟეი დუდამ ერთმანეთს თანმხლები ოფიციალური პირები წარუდგინეს.
საქართველოს პრეზიდენტი პოლონურ ენაზე მიესალმა საპატიო ყარაულის ჯარისკაცებს და პატივი მიაგო სამხედრო დროშას.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიიის შემდეგ საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა პირისპირ მოლაპარაკებები გამართეს.

ორდღიანი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავიეცკისთან, პოლონეთის სეიმის მარშალთან, მარეკ კუხჩინსკისთან და სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთან.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *