ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის მამაკაცი დააკავეს

Written by

in

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში  85 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც  შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 85 წლის ო.გ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ასევე  ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს. თვითმხილველების ცნობით, 85 წლის მამაკაცი სიცოცხლის ხელყოფით სხვა პირებსაც ემუქრებოდა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *