„28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, 3 სამოქალაქო”- გენშტაბის უფროსის სკანდალური განცხადება

Written by

in

საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავის განცხადებაში, 90-იან წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტები სამოქალაქო ომებად  მოიხსენია.

ეს განცხადება ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გუშინ  საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა, მისი თქმით  საქართველომ  მხოლოდ ერთი  ომი გამოიარა რუსეთთან.

„28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, 3 სამოქალაქო და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ბევრი ევროპული ქვეყანა ჩამოიშლებოდა თავის სამხედრო ძალებთან ერთად, მაგრამ საქართველო დღეს დგას ფეხზე, მისი სამხედრო ძალები ვითარდება,“-განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *