როგორ შეხვდა ოპოზიცია პარლამენტის დარბაზში შესულ პრეზიდენტს

Written by

in


პარლამენტის სასესიო  დარბაზში შესულ პრეზიდენტს დეპუტატები ფეხზე არ წამოუდგნენ. ამ ფორმით  გამოხატა საპარლამენტო  ოპოზიციამ ზურაბიშვილისადმი პროტესტი.

პროტოკოლის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მისულ პრეზიდენტს კანონმდებლები ფეხზე წამოდგომით უნდა მიესალმონ.

სალომე ზურაბიშვილს დარბაზში შესვლისას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიესალმნენ ფეხზე წამოდგომით. 

ამ წუთებში პრეზიდენტი სასესიო დარბაზში სიტყვით გამოდის. პარლამენტში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა მიმდინარეობს. 

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *