იტალიაში საღეჭი რეზინის მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

Written by

in

იტალიაში, ქალაქ ბარიში პოლიციამ საღეჭი რეზინის მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავა.

როგორც იტალიური ადგილობრივი  მედია  წერს,  დაკავებულია საქართველოს მოქალაქე ი.დ. 35 წლის მამაკაცმა  ერთ-ერთი  სუპერმარკეტიდან 40 ევროს ღირებულების საღეჭი რეზინი მოიპარა და მიმალვა სცადა.

პოლიციამ ის ავტოსადგომზე გააჩერა.  საქართველოს მოქალაქე სამართალდამცველს შპრიცით დაემუქრა.პოლიციამ მისი  დაპატიმრება შეძლო.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *