სანდრა რულოვსი ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

Written by

in

ზუგდიდში მცხოვრებ ქალთა პრობლემები და მათი გადაჭრის გზები – ზუგდიდის მერობის კანდიდატი   სანდრა რულოვსი თბილისში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

“გაერთიანებული ოპოზიციის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ  მთავარი პრობლემა სამეგრელოს რეგიონში ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით სერვისების ხელმისაწვდომობაა.

სანდრა რულოვსის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქალთა უფლებების დაცვასა და რეგიონში შესაბამისი სერვისების მიწოდებას მისი  მხრიდან დიდი ყურადღება დაეთმობა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *