ტაბიძის ხიდთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

Written by

in

თბილისში, ტაბიძის ხიდთან სატვირთო ავტომობილი დაგორდა და ამავე ავტომობილის მძღოლს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ “პირველი არხი” ავრცელებს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ,  სატვირთოს მძღოლმა ავტომანქანა ხიდთან გააჩერა, გადმოვიდა, ამის შემდეგ მანქანა დაგორდა და მამაკაცს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *