შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
საერთო სამაგისტრო გამოცდაზე – 12 000-მდე კანდიდატი, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 600-მდე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გუშინ 18:00 საათზე დასრულდა.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.
Leave a Reply