სამძებრო სამუშაოები მტკვარზე-მყვინთავები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

Written by

in

მტკვარში  სამძებრო სამუშაოები მაშველებმა დღეს უნდა განაახლონ. მყვინთავები ახალგაზრდა მამაკაცის პოვნას შეეცდებიან, რომელიც  გუშინ გავრცელებული ინფორმაციით,  მდინარეში გადახტა.

მომხდარზე  შეტყობინება 112-ს მოქალაქემ მიაწოდა. სამძებრო  სამუშაოები გვიან ღამემდე უშედეგოდ მიმდინარეობდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *