მაკრონის პარტიამ რუსულ მედიას აკრედიტაცია არ მისცა

Written by

in

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიამ “მოძრაობა რესპუბლიკისთვის“ რუსულ სახელმწიფო ტელევიზიას და სააგენტოს, Russia Today და Sputnik–ს აკრედიტაცია არ მისცა მაისში, ევროპარლამენტის არჩევნების კამპანიასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. ამის შესახებ კამპანიის დირეტორიმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.
Russia Today და Sputnik არ უნდა გავუთანაბროთ მედიას, რომელიც ინფორმაციას ამოწმებს და აბალანსებს – განაცხადა სეჟურნემ და დასძინა, რომ სპუტნიკი ყოველდიღიურად ათიდან თხუთმეტამდე ტყუილის შემცველ მასალას აქვეყნებს.
RussiaToday–ს ამ გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. Sputnik France –ს მთავარმა რედაქტორმა, ნატალია ნოვიკოვამ კი განაცხადა, რომ რუსულ სახელმწიფო მედიას ბოლო წლის განმავლობაში უარი უთხრეს ელისეს სასახლეში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და საფრანგეთის სხვა სახელმწიფო უწყებეში აკრედიტაციაზე.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *