ხმაურიანი დაპირისპირება განათლების კომიტეტში, სადაც მინისტრის მოსმენა გვიან ღამემდე გაგრძელდა

Written by

in

განათლების მინისტრის მოსმენა საღამოს განათლების კომიტეტში გაგრძელდა. სხდომაზე დაპირისპირება ზუგდიდის 6–ე სკოლის დირექტორის გარდაცვალების საკითხის განხილვას მოჰყვა. სხდომას გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელაია და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ოპოზიციამ მინისტრი სკოლებში ზონდერების გაგზავნასა და დირექტორის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ოპოზიციამ სიტყვა “მკვლელობა“ ახსენა, რასაც უმრავლესობის პროტესტი მოჰყვა. უმრავლესობამ ოპოზიციას უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვისკენ მოუწოდა.
{{VIDEO}}

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *