თბილისის მერია ელექტრომობილის მფლობელებს ელექტროდამტენებს სახლთან უსასყიდლოდ დაუმონტაჟებს

Written by

in

ნებისმიერ მსურველს, ვინც ფლობს ელექტრომობილს, თბილსის მერია სახლთან ელექტროდამტენებს დაუმონტაჟებს.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, რომ 11 თებერვლიდან ამოქმედდება ახალი ვებგვერდი, სადაც პროექტში მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ პირს შეეძლება, დარეგისტრირდეს.

“11 თებერვლიდან ამოქმედდება მერიის კიდევ ერთი ახალი ვებგვერდი – http://chargers.tbilisi.gov.ge, და ნებისმიერ მსურველს, ვისაც ელექტრომობილი ჰყავს, შეუძლია, დარეგისტრირდეს ამ ვებგვერდზე და მოგვაწოდოს ინფორმაცია თავის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით და ყოველგვარი გადასახადების გარეშე მზად ვართ, ელექტროდამტენები დავუმონტაჟოთ სახლთან და ეს წაახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას”, განაცხადა კალაძემ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *