ქვეყანაში მკვეთრად გაუარესებული კრიმინოგენული ვითარების გამო, ნაციონალური მოძრაობა მამუკა ბახტაძეს პარლამენტში იბარებს

Written by

in

ქვეყანაში მკვეთრად გაუარესებული კრიმინოგენული ვითარების გამო, ნაციონალური მოძრაობა მამუკა ბახტაძეს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ განცხადება თინა ბოკუჩავამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ახალი რეგლამენტის მიხედვით, ფრაქცია უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს კონკრეტული შეკითხვით მიმართოს, შეკითხვის ადრესატი კი ვალდებულია, დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოს. ნაციონალური მოძრაობა პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში 22 მარტს ელოდება.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *