ზოდელავას 7-წლიანი მსჯავრი აქვს, ამ პირობებშიც ვერ გაბედეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა – ადვოკატი

„იმ პირობებში, როდესაც მურთაზს 7 – წლიანი მსჯავრი აქვს, ამ პირობებშიც ვერ გაბედეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ისეთ აბსურდულ საქმეზე, როგორც დღეს გვქონდა. ეს არის სამწუხარო და ეს არის უკანონო გადაწყვეტილება და განაჩენი.მათ, როგორც ჩანს, ეშინიათ გამამართლებელი განაჩენის პრეცედენტის დაშვების”,- განაცხადა ზოდელავას ადვოკატმა,  მაია მუმლაძემ.

ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.

განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ. სხდომას არ ესწრებოდა არცერთი ბრალდებული.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მურთაზ ზოდელავას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისაჯილი.