როდის დაიწყება ”რაჭა ჩემი სიყვარულის” მეორე ნაწილის გადაღება

Written by

in

 

ქართული ფილმის, “რაჭა ჩემი სიყვარულის” სცენარი მზადაა, თუმცა ჯერ უცნობია, როდის დაიწყება მისი გადაღება. სლოვაკეთის საელჩო, რომელიც ფილმის გადაღების ინიციატორია, ფინანსური რესურსის მოძიების პროცესშია.

Newsreporter.ge-სთან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ კომედიური ჟანრის ნამუშევარზე მუშაობა დაგეგმილია როგორც საქართველოში, ასევე სლოვაკეთში. იდეის ავტორების მთავარი მიზანი საქართველოსა და სლოვაკეთის ტურისტული პოტენციალის გაცნობაა. ფილმის რეჟისორი ირაკლი როდონაიაა, პროდიუსერი კი კახა კიკაბიძე.

 

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *