ერთი თქვენ იბრძვით პოლიტპატიმრებისთვის, მეორე ქოცები ევროპისთვის – ჯაფარიძე არჩევნებში მონაწილე პარტიებს

ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები ყოველ მეორე გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ ბოლოში მიამატოთ ხოლმე – “ჯაფარას გარდა”, თორემ მგონია, რომ სიტყვის მასალად მიყენებთ და ამით ცდილობთ გააკეთილშობილოთ საკუთარი საქციელი.

ერთი თქვენ იბრძვით მაგისთვის და მეორე ქოცები ევროინტეგრაციისთვის.

ჩემით ნუ მოიხოცავთ, მოკლედ.

წერს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროდან.