უკრაინა მშვიდობისთვის მზადაა, რუსეთი უბრალოდ დროს აჭიანურებს – ალექსანდრ სტუბი

„დღეს ჩვენ განვიხილეთ ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდგომი ნაბიჯები. უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერის გეგმა შემუშავების პროცესშია. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის; რუსეთი უბრალოდ დროს აჭიანურებს. უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“,

ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.