დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება – მონაწილეებს ევროპელი დელეგატები სიტყვით მიმართავენ

3 ოპოზიციური კოალიციის გაერთიანება დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავს. აქციაზე მივა საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციაც.

“დღეს, 11 ნოემბერს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტთან, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვუთხრათ – საქართველო ევროპაა!

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ” ნათქვამია ინფორმაციაში.