უნგრეთი ევროკავშირის პრობლემა ხდება, რომელიც უნდა გადავჭრათ – კაია კალასი

“ეს [უნგრეთი] ხდება პრობლემა, რომელიც ჩვენ უნდა გადავჭრათ. ჩვენ ადრეც გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები და მოვახერხეთ ერთიანობის შენარჩუნება, მაგრამ უნგრეთთან მიმართებით ეს სულ უფრო რთულდება”.

ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის წინ ისაუბრა.