ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებს, ვლოცულობთ დაკარგულთა პოვნისათვის – აშშ-ის საელჩო

“ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის. ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია”

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.