“კობახიძის კრეატიულობა უსაზღვროა… მაინტერესებს, იყო თუ არა ასეთი თხრობა მისი იურიდიული განათლების ნაწილი გერმანიაში” – კრამონი

“ის უბრალოდ ყოველდღიურად უმჯობესდება. როგორც ჩანს, კობახიძის კრეატიულობა უსაზღვროა.  მაინტერესებს, იყო თუ არა თხრობის ასეთი სტილი მისი იურიდიული განათლების ნაწილი გერმანიაში ან საიდან ისწავლა ეს. იქნებ ჯობია დიუსელდორფის უნივერსიტეტის გერმანელ პროფესორებთან გადავამოწმოთ”,

ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე წერს, რითიც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც “ოცნების” თავმჯდომარემ თქვა, რომ “ვიოლა ფონ კრამონი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი და არასერიოზული ადამიანია”.