გერმანიის ნებართვა Leopard-2-ზე მეორეხარისხოვანია, კიევს ტანკებს მაინც მივაწვდით – მორავიეცკი

“ჩვენ გერმანიისგან ნებართვას მოვითხოვთ, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. მაშინაც კი, თუ ჩვენ არ მივიღებთ თანხმობას, პარტნიორებთან ერთად უკრაინას ტანკებს მაინც მივაწვდით – ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნების მცირე კოალიციის შექმნა”.

აცხადებს პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავიეცკი.