ფიქრობენ, ომი აფხაზეთში ქართველის პრობლემაა, ყირიმში – უკრაინელის, ყველას პრობლემაა – ზელენსკი

”ბოროტება, რომელიც თითქოს საბოლოოდ დამარცხდა 1945 წელს, ფერფლიდან 80 წლის შემდეგ ხელახლა იბადება, თანაც ძალიან სწრაფად. მყისიერად მოდის ახალი დღე და ახალი ბოროტება სწორედ იმ მომენტში, როდესაც სამყარო ვერ ამჩნევს – ზოგს ეძინება, ზოგს ღრმად სძინავს, ზოგი ყურადღებას არ აქცევს, ზოგს არ აინტერესებს. ყველა ჩუმად არის და ერთნაირად ფიქრობს: ომი სადღაც შორს არის სადღაც დნესტრისპირეთში – ეს მოლდოველების პრობლემაა, სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში – ეს ქართველების პრობლემაა, სადღაც ყირიმსა და დონბასში – ეს უკრაინელების პრობლემაა, ჩვენ არ შეგვეხება და არ დაგვაზარალებს… სამწუხაროდ, ეს ყველას პრობლემა ხდება.”

აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.