უკრაინის გენშტაბით განცხადებით, ოკუპანტებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლება

უკრაინის გენშტაბით განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლება, ჩარივნე და ჩკალოვე.

“რუსეთის საოკუპაციო ძალების ცალკეული ნაწილები აგრძელებენ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებას. ხელმისაწვდომი ინფორმაციით, მტერმა მთლიანად დატოვა ჩარივნესა და ჩკალოვეს დასახლებები, ხოლო ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი ევაკუირებულია ბერისლავიდან.” – ნათქვამია გენშტაბის შეტყობინებაში