ე.წ. ანტირეკორდი გვაქვს, 7521 შემთხვევა არ ყოფილა პანდემიის პერიოდში – გამყრელიძე

“დღეს გვაქვს შემთხვევების რაოდენობის ე.წ. ანტირეკორდი 7521, რომელიც პანდემიის პერიოდში ჯერ არ ყოფილა. ასევე, მოგეხსენებათ, გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი, ერთადერთი პოზიტივია ის, რომ სიკვდილიანობა თანდათან იკლებს.

ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენი მათემატიკური მოდელირებით, ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 50% არის გამოწვეული ომიკრონით, ხოლო თბილისში 65%, დანარჩენ რეგიონებში ეს წილი გახლავთ 30-35%”

თქვა NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.