2022 წლის 11 მარტს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო რომ EBRD-მ „მეტროვაგონმაშთან“ ფინანსური ანგარიშსწორება შეაჩერა. კალაძემ თქვა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი საერთაშორისო სანქციები გახდა, რომელიც კომპანიას ემუქრებოდა. მისივე თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა თბილისის მერიისა და EBRD-ის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.