შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას მოითხოვს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“პენიტენციურმა და ვივამედმა გადაიყვანეთ სააკაშვილი რეანიმაციაში, მისი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია” -წერს ხაჭაპურიძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ  მესამე პრეზიდენტს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე, კიდევ ერთხელ დაკარგა გონება.