“ოპოზიციური ერთობა არის იმავე პლატფორმაზე, რომელ პლატფორმაზეც ჩვენ ვიყავით. მიუხედავად შესაძლებელია მცირე განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც შესაძლებელია სხვადასხვა პარტიებს ჰქონდეთ, არაფერი ემუქრება ოპოზიციურ ერთობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე — ჩვენ არ მივცემთ ქართულ ოცნებას იმის საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულებები აღებული საერთაშორისო თანამეგობრობასთან დასაქართველოს მოქალაქეებთან. გარდა ამისა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია არის იგივე — ნიკა მელიას გათავისუფლება, რომელიც უნდა წარმოადგენდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის სახელით მოლაპარაკებებს. რაც შეეხება ღარიბაშვილთან დაკავშირებულს, მე გეტყვით, რომ, ის უნდა იყოს გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.