“ვიღაც ბედნიერია რომ სხვას დაჩაგრავს გაანადგურებს, ეს არ არის ადამიანური”- ასე აფასებს სინდოსი პირველი წევრი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) სკანდალურ აუდიოჩანაწერებს. მისი თქმით, საკთარი შვილისთვის სიკეთის კეთება ყველას სხვადასხვაგვარად ესმის.
“ჩვენ საერონი და სასულიერონი ადამიანები ვართ, ჩვენზე ყველაფერი მოქმედებს და ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხდება აისახება ჩვენში და იწვევს დიდ ტკივილს და წუხილს. ყველას უნდა სიკეთე თავისი ოჯახისთვის, მაგრამ ადმიანებს განსხვავებულად წარმოუდგენიათ სიკეთე, ვიღაც სხვას რო სიკეთეს გაუკეთებს და ასიამოვნებს ამითაა ბედნიერი, მაგრამ ვიღაც ბედნიერია იმით სხვას რომ დაჩაგრავს, სხვას რომ წაშლის, სხვას რომ გაანადგურებს და ეს არ არის ადამიანური.”- აცხადებს მეუფე გრიგოლი.