Skip to content

newsreport.ge

შეიზღუდოს ხელფასები საბიუჯეტო ორგანიზაციებში, თუ გაჭირვებაა ყველამ ერთად გავიჭირვოთ -ნინო ჯანგირაშვილი

Written by

news

in

ახალი ამბები

“შეიზღუდოს ხელფასები საბიუჯეტო ორგანიზაციებში, თუ გაჭირვებაა ყველამ ერთად გავიჭირვოთ “- ამის შესხებ ტელეკომპანია „კავკასიის“  დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ინიციატივით გამოდის, რომ უახლოესი 6 თვის მანძილზე, საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მათ შორის ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების და ა.შ. მაქსიმალური ხელფასი, იყოს 1000 ლარი.

“გამოვდივარ მოთხოვნით საბიუჯეტო ორგანიზაციებში (მათ შორის ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების და ა.შ.) მაქსიმალური ხელფასი უახლოესი 6 თვის მანძილზე იყოს 1000 ლარი. თუ ხელისუფლება თვლის, რომ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანმა შეიძლება იარსებოს 200 ლარით, მრავალშვილიანმა ოჯახმა 100 ლარიანი შემწეობებით, გაჩერებულმა ბიზნესმა შეიძლება მაინც იხადოს გადასახადები და გადარჩეს, რატომ არ შეიძლება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასი შეიზღუდოს და ჩვენი გადახდილი გადასახადები დაიზოგოს? თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ. გთავაზობთ შევქმნათ პეტიცია და შევაგროვოთ ხელმოწერები.

P.S. არ ვხუმრობ, სერიოზულად ვამბობ. ჩვენმა ღლიცინმა მიგვიყვანა აქამდე.”- წერს ნინო ჯანგირაშვილი. 

შეგახსენებთ ხელისუფლებამ დღეს ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ამოქმედდება

←ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაა – მიხეილ სააკაშვილი შეზღუდვებზე
მოაჭერით მარჯვენა ხელი კობახიძეს, მარცხენა მდინარაძეს – ინაშვილი ივანიშვილს→

More posts

  • არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

    May 25, 2026
  • რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

    May 25, 2026
  • საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

    May 25, 2026
  • რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

    May 25, 2026

newsreport.ge

  • Blog
  • About
  • FAQs
  • Authors
  • Events
  • Shop
  • Patterns
  • Themes

Twenty Twenty-Five

Designed with WordPress