ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ორსართულიანი სახლი დაიწვა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში 2–სართულიანი სახლი დაიწვა. ხანძარმა გაანადგურა  საოჯახო ტექნიკა და ავეჯიც.

ცეცხლი სავარაუდოდ, გაუმართავ ელექტროსადენებს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია თელავის და ახმეტის სახანძრო-სამაშველო რამდენიმე ეკიპაჟი. მეხანძრე- მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ.