ბათუმში კორონავირუსზე ტესტირებული მოქალაქეების ტესტების პასუხები მათ ნაწილს SMS-ებით შეცდომით გაეგზავნა. ამის შესახებ ფეისბუქ მომხმარებლები წერენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ამას ტექნიკური პორტალის შეცდომით ხსნის, რომელიც დამუშავების პროცესში იყო, თუმცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ყველამ, ვისთანაც ეპიდემიოლოგის ზარი განხორციელდა, დადასტურებული და დაზუსტებული ინფორმაცია მიიღო. ტექნიკური შეცდომები კი ამ დროისთვის აღმოფხვრილია.
ბათუმელმა ბექა ხალვაშმა, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, ფეისბუქზე დაწერა, რომ მან მოკლე ტექსტური შეტყობინება შეცდომით მიიღო. მან საკუთარ სტატუსზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და მინისტრი ნინო ნიჟარაძე მონიშნა და მიღებული sms შეტყობინება გამოაქვეყნა.

