Tag: ვოლოდიმირზელენსკი

  • “მან უპატივცემულოდ მოიხსენია ამერიკა, შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება” – ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის წარმომადგენლები თეთრ სახლს ტოვებენ

    შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს. ეს ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებამდე მედიასთან საუბრის დროს მოხდა.

    აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „უპატივცემულოდ“ იქცევა.რაზეც  ზელენსკიმ უპასუხა, რომ ვენსი უკრაინაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს მაშინ, როდესაც უკრაინაში არცაა ნამყოფი.

    რის შემდეგაც ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას „ძლიერი კარტები“ არ ჰყოფნის და უკრაინელები მადლობლები უნდა იყვნენ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის ვაშინგტონში „კარტების სათამაშოდ“ არ ჩამოსულა. ტრამპმა ასევე უთხრა ზელენსკის, რომ ის „მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება“.

    ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინელი წარმომადგენლები თეთრ სახლს მალე დატოვებენ.

    “მე დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, თუ ამერიკა ჩართულია, რადგან ის მიიჩნევს, რომ ჩვენი ჩარევა მას მოლაპარაკებებში დიდ უპირატესობას აძლევს. მე უპირატესობა არ მინდა, მე მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულოდ მოიხსენია ამერიკის შეერთებული შტატები მისთვის ძვირფას ოვალურ კაბინეტში. შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება”, – განაცხადა ტრამპმა.

    “დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ გავიგეთ, რასაც ვერასოდეს გავიგებდით საუბრისას ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის გარეშე. გასაოცარია ის, რაც ჩანს ემოციებიდან და მე გადავწყვიტე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა იქნება ჩართული მოლაპარაკებებში, რადგან ის ფიქრობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. ის უპატივცემულოდ მოექცა ამერიკის შეერთებულ შტატებს ოვალურ კაბინეტში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის”. – წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი X-ზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

     

  • უკრაინა მზადაა გაცვალოს ტყვეები “ყველა ყველაზე” ფორმატში – ზელენსკი

    „ომის დასრულება უნდა დაიწყოს იმ ნაბიჯებით, რომლებიც აღადგენს ნდობას თავად სიტუაციის მიმართ, რადგან არ არსებობს ნდობა რუსეთის მიმართ. ჩვენ გვჭირდება სიტუაციები, რომლებიც მიუთითებს ომის დასრულებაზე. რეალური მდგომარეობა. ახლა ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს ტყვეების გათავისუფლება. ათასობით, ზუსტად ათასობით ადამიანი, რომლებიც რუსეთში არიან დაკავებული და ზოგიერთი მათგანი არა 2022 წლიდან, არამედ ბევრად უფრო ადრე, 2014 წლიდან. რუსეთმა უნდა გაუშვას უკრაინელები. უკრაინა მზადაა გაცვალოს ყველა ყველაზე და ეს არის სამართლიანი ვარიანტი“,

    განაცხადა ამის შესახებ, კიევში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რომ ნაამდვილად მოისურვოს მშვიდობა – ზელენსკი

    რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რომ ნაამდვილად მოისურვოს მშვიდობა – ზელენსკი

    „ჩვენს შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებში ჩადებულ ყოველ ორ დოლარზე, ჩვენ უკვე ვიღებთ თითქმის ათი დოლარის ზარალს რუსეთისთვის. ეს არის აუცილებელი დინამიკა: რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა.[…] უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ომი დასრულდეს – ყველაფერს, რაც საჭიროა. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა – ღირსეული იმ ერისთვის, რომელიც ასე მამაცურად იცავს თავს“,

    განაცხადა უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • ერდოღანი მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას! – ვოლოდიმირ ზელენსკი

    “პრეზიდენტი ერდოღანი მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მომავალში. ის იაზრებს ამის მნიშვნელობას, ბევრ ევროპელს ასევე ესმის ეს. ევროპელი ლიდერების 99% ასევე მხარს უჭერს ჩვენს NATO-ს წევრობას. სლოვაკეთი, უნგრეთი, გერმანია და აშშ ჯერჯერობით მხარს არ უჭერენ, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ აშშ-ის ფაქტორი გავლენას ახდენს ყველას მოსაზრების ჩამოყალიბებაზე”,

    შესაბამისი განცხადება, უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქულ მედიასთან საუბრისას გააკეთა.

  • ზელენსკის თავის ხალხთან ბოდიში აქვს მოსახდელი – ლადო კახაძე

    ზელენსკის თავის ხალხთან ძალიან დიდი ბოდიში აქვს მოსახდელი. იმიტომ, რომ რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, ის არ აიცილა – არის დიპლომატია, თმენის ხელოვნება და არის ავანტიურა. ჩემდა სამწუხაროდ, ეს იყო ისეთი ავანტიურა, რომელსაც მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა.

    განაცხადა ამის შესახებ ივანიშვილის დეპუტატმა, ლადო კახაძემ.

  • რატომ ჰგონიათ, რომ რუსეთის ულტიმატუმებს მივიღებთ – ზელენსკი

    “მაქვს განცდა, რომ მოლაპარაკებები ახლა იგივე ხასიათით მიმდინარეობს – ამჯერად რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის. უკრაინის შესახებ, ისევ უკრაინაზე და უკრაინის გარეშე. მაინტერესებს, რატომ ჰგონიათ, რომ უკრაინა ახლა მიიღებს ამ ულტიმატუმებს, თუ ჩვენ მათზე უარი ყველაზე რთულ პერიოდში ვთქვით?.[…] არანაირი თანხმობა არ იყო რუსებთან შეხვედრისას კიევის რეგიონის ოკუპაციის დროს, არანაირი თანხმობა იყო ბელარუსში შეხვედრისას, და არანაირი თანხმობა იყო თურქეთში გამართული შეხვედრების დროს.[…] როგორც უკრაინის პრეზიდენტს, მე არასდროს მიმიცია არანაირი გარანტიები ვინმესთვის ან დამიდასტურებია რაიმე. უფრო მეტიც, მე არასდროს მქონდა განზრახული, რუსეთის ულტიმატუმები მიმეღო და ამას არც ვაპირებ”.

    განაცხადა ამის შესახებ უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • არ მივიღებთ მონაწილეობას! ამის შესახებ არაფერი ვიცოდით – ზელენსკი საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე

    უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს.

    აცხადებს  უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი რითიც ეხმაურება,  ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 18 თებერვალს, საუდის არაბეთში, უკრაინის ომის საკითხზე ერთმანეთს შეხვდებიან აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები.

  • იქიდან გამომდინარე, რასაც დაზვერვა მაწვდის, ვფიქრობ, რუსეთს შემდეგი წლისთვის NATO-ს ქვეყნებთან ომს ამზადებს” – ზელენსკი

    იქიდან გამომდინარე, რასაც დაზვერვა მაწვდის, ვფიქრობ, რუსეთს შემდეგი წლისთვის NATO-ს ქვეყნებთან ომს ამზადებს” – ზელენსკი

    “ვფიქრობთ, რომ ისინი ყველანი ბელარუსის ტერიტორიაზე იქნებიან, ან ნაწილობრივ. ეს იქნება 100-150 ათასი ადამიანი. […] ისინი შეიძლება შევიდნენ უკრაინაშიც, როგორც ეს 2022 წელს მოხდა, ან წავლენ პოლონეთში ან ბალტიის ქვეყნებში. ვფიქრობ, რომ მას [პუტინს] ასეთი აზრი აქვს. იქიდან გამომდინარე, რასაც დაზვერვა მაწვდის, ვფიქრობ, რომ შემდეგი წლისთვის NATO-ს ქვეყნებთან ომს ამზადებს”.

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ზელენსკის თქმით, პუტინი ომში ბელარუსის ჩათრევას გეგმავს

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უახლოეს მომავალში ბელარუსში ჯარების განლაგებასა და ომში ბელარუსის ჩათრევას გეგმავს.

    ზელენსკი აღნიშნავს, რომ ბელარუსის ჩართვით, პუტინი შეეცდება  პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნები “დააშინოს”.

    “ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენი დახარჯონ [მშპ-ს წილის სახით თავდაცვაში]. ეს მათივე უსაფრთხოებისთვისაა. პუტინის ამბიციებით, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ის ყველაფერს აკეთებს, რათა ომი გაგრძელდეს. ის უფრო შორსაც წავა და სხვა ქვეყნებზეც იფიქრებს.[…] ეს უბრალოდ მეტი რიტორიკა არ არის. თქვენ დაინახავთ, გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე, [პუტინი] ბელარუსის ტერიტორიაზე ჯარებს განალაგებს. და ბევრი ევროპელი და ალბათ აშშ-ც იტყვის, რომ ეს დაშინების [მცდელობაა]. ეს არის პოლონეთის, ლიტვის და სხვა ბალტიისპირელი პარტნიორების დაშინების მცდელობა.[…] თუმცა, ჩემი აზრით, ისინი [ბელარუსი] ომში უკვე ყოფილან, მაგრამ არა მათი ხალხი ან არმია. ჯერჯერობით. მაგრამ პუტინს ეს ძალიან სურს. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის შევაჩეროთ”. – თქვა პრეზიდენტმა.

     

  • “რუსეთი მინიმუმ სრულმასშტაბიან ომამდე არსებულ საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს” – ზელენსკი

    “რუსეთი მინიმუმ სრულმასშტაბიან ომამდე არსებულ საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს. ეს იქნებოდა დიალოგის დაწყების სამართლიანი შესაძლებლობა”.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში.