პრეზიდენტ მაკრონთან, ფედერალურ კანცლერ მერცთან, პრემიერმინისტრ სტარმერთან და ტუსკთან ერთად ვესაუბრე აშშ-ს პრეზიდენტს. განვიხილეთ სტამბოლის შეხვედრა. უკრაინა მზად არის გადადგას უსწრაფესი ნაბიჯები მშვიდობის მისაღწევად. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ მყარი პოზიცია დაიჭიროს. ჩვენი პოზიციაა, თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე და მკვლელობების დასრულებაზე, ძლიერი სანქციები უნდა დაწესდეს. რუსეთზე წნეხის შენარჩუნება საჭიროა მანამ, სანამ რუსეთი ომის დამთავრებისთვის არ იქნება მზად. მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც გვეხმარება.
“რა თქმა უნდა არა [პუტინის გარდა ვინმე სხვა წარმომადგენელს თუ შეხვდება]. ეს ხომ ფორმატი არ არის. პრეზიდენტი ვერ შეხვდება… ჩვენ ხომ ხვდებით რუსეთში ხელისუფლების კონსტრუქცია როგორია. გასაგებია, რომ ადამიანები მინისტრების ფორმალური სტატუსით არ აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება მიიღონ ესე თუ ისე გადაწყვეტილებები. ომის გაგრძელების თუ შეწყვეტის გადაწყვეტილება მხოლოდ პუტინს შეუძლია, რომ მიიღოს” , – თქვა პოდოლიაკმა.
ზელენსკიმ პუტინი 15 მაისს თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვია — ეს იქნება მათი პირველი პირისპირი შეხვედრა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, თუ კრემლი დასტურს განაცხადებს.


![ზელენსკი მოითხოვდა, პუტინი ჩასულიყო [თურქეთში], საცოდავი ადამიანია – ლავროვი](https://solostudio.agency/wp-content/uploads/2024/09/lavrovi-1.jpg)
![ყირიმი რუსეთს დარჩება და ზელენსკი ამას ხვდება. ყირიმი დიდი ხანია [რუსეთთანაა] – დონალდ ტრამპი](https://solostudio.agency/wp-content/uploads/2025/03/trump4.webp)