აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი აცხადებს სამეცნიერო გრანტების კონკურსს. კონკურსის მიზანია აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სამეცნიერო- კვლევითი პოტენციალის სრულად ამოქმედება, ახალი ცოდნის შექმნა, მკვლევართა საერთაშორისო აქტუალურ სამეცნიერო პროექტებში ინტეგრაციის ხელშეწყობა. საკონკურსო პირობები და დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე. საკონკურსო განაცხადი და დოკუმენტები უნდა ამოიგზავნოს მისამართზე: [email protected] საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 სექტემბერი.